2023 წლის 09-22 ივნისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი გიორგი კეკელია, მონაწილეობას მიიღებს საბერძნეთის ქ. ოლომპიაში ახალგაზრდა ოლიმპიელი ელჩების 63-ე საერთაშორისო სესიის მუშაობაში. პროგრამა ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემიის ხელშეწყობით.

25 მაისს უნივერსიტეტ გეომედში სტომატოლოგიის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა ღია ლექცია თემაზე: „თანამედროვე მიდგომები პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების მკურნალობაში“. ლექციას უძღვებოდა გეომედის ასოცირებული პროფესორი ნინო ჯაფარიძე. ლექციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დებატები.

Elsevier-ის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის ტარდება ვებინარების სერია, რომელშიც ჩართულია უნივერსიტეტი გეომედი. 2023 წლის აპრილ-მაისის თვეებში Elsevier-ის ტრენერმა-თამარ გოგუამ ჩაატარა ვებინარები შემდეგ საკითხებზე: Scopus -ბიბლიომეტრიული ბაზის მიმოხილვა. ბაზის შესაძლებლობები. როგორ ეხმარება Scopus-ი მეცნიერებს და მეცნიერების ადმინისტრატორებს. ბაზაში ინდექსირებული წყაროები და პუბლიკაციები. (11.04.2023) ScienceDirect-რესურსის მიმოხილვა. ელსევიერის ჟურნალები. თემატური გვერდები. ჟურნალების მეტრიკები. (25.04.2023) ScienceDirect – ხშირად დასმული კითხვები …

2023 წლის 5 მაისს უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ,,ორგანიზაციული კომუნიკაცია და ადამიანური კაპიტალი.” ლექციას უძღვებოდა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი – დიმიტრი კობახიძე. ლექციაზე იყო განხილული: კომუნიკაციის არსი და მის ძირითადი ელემენტები; ორგანიზაციული ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციები; ადამიანური კაპიტალი; სწორად წარმართული ადამიანური კაპიტალი და გამართული კომუნიკაციები, კორპორატიული პროგრესის დაგეგმვა …

3 მაისს უნივერსიტეტ გეომედს ეწვია იტალიის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNR) პროფესორი ჯოვანი როვიელო და ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „Exploring natural compounds in food as anticancer treatments: curcumin encapsulation in delivery systems based on L-tryptophan amino acid “. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში და გაიმართა საინტერესო დისკუსია. ვიზიტის ფარგლებში …











