ღია ლექცია ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

15 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა ღია ლექცია თემაზე: „რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები ტრამვების მკურნალობაში“. ლექციას უძღვებოდნენ გეომედის პროფესორი პავლე კასრაძე და რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი რეაბილიტოლოგი ჯარჯი ბუზარიაშვილი. ლექციაზე განხილული იყო ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია და ტრავმული დაზიანების მართვის თანამედროვე მიდგომები. ლექციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail