სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2023 წლის 9 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და კვლევები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები:

I ადგილი – ვინოდ მეემპატ ნიტჰია (მედიცინის ფაკულტეტი)

II ადგილი – ნინი აბესაძე – (სტომატოლოგიის ფაკულტეტი)

III ადგილი – ნინო ჯანელიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი

ჟიურის სიმპათია – ანი ხვიჩია (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი)

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები. კონფერენციის მასალები იხილეთ უნივერსიტეტის “სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციის მასალებში“.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail