საჯარო ლექცია: „ტუბერკულოზი-მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევა“

საჯარო ლექცია: „ტუბერკულოზი-მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევა“

2022 წლის 26 ოქტომბერს, დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, უნივერსიტეტ გეომედში საჯარო ლექცია გამართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა დავით ჩორგოლიანმა. მან ისაუბრა მსოფლიო ჯანდაცვის გამომწვევზე, კერძოდ ტუბერკულოზის ეპიდემიურ ვითარებაზე, დიაგნოსტიკისა და რეზისტენტული ფორმების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე. ბატონმა დავითმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ამ სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება და საინტერესო სამედიცინო შემთხვევები. განხილულმა …

საქართველოს სპორტის მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა გეომედში საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს სპორტის მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა გეომედში საჯარო ლექცია ჩაატარა

2022 წლის 20 ოქტომბერს, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინიციატივით, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „პრობლემები მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა კვებაში: ანალიზი, დაგეგმვა და მართვა“. ლექციას უძღვებოდა საქართველოს სპორტის მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ექიმი ნუტრიციოლოგი, პროფესორი ქეთევან ბერიძე. ლექცია მოიცავდა ჯანსაღი კვების, სპორტულ ვარჯიშთან დაკავშირებულ ნუტრიციოლოგიისა და ჰიდრატაციის ასპექტების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. ლექციის დასასრულს განხილული საკითხის გარშემო  გაიმართა …

WHO-ს ექსპერტის საჯარო ლექცია გეომედში

WHO-ს ექსპერტის საჯარო ლექცია გეომედში

დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, 2022 წლის 26 ოქტომბერს, 16:00სთ-ზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: “ტუბერკულოზი – მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევა”. საჯარო ლექციას გამართავს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, პროფესორი დავით ჩორგოლიანი. ბატონ დავითს აქვს 25 წლიანი როგორც კლინიკური, ასევე აკადემიური მუშაობის გამოცდილება მსოფლიოს წამყვან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისეთ ქვეყნებში …

ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ არანკა იგნასიაკ-სზულცის საქმიანი ვიზიტი გეომედში

ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ არანკა იგნასიაკ-სზულცის  საქმიანი ვიზიტი გეომედში

2022 წლის 12 ოქტომბერს, ერაზმუს+ -ის მონიტორინგის ფარგლებში, უნივერსიტეტ გეომედს სამუშაო ვიზიტით ეწვია ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე დეკანი, დოქტორი არანკა იგნასიაკ-სზულცი. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ადმინისტრაციულ პერსონალს და აკადემიური საბჭოს წევრებს. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ერაზმუს+ პროექტების გაღრმავება, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით. ასევე, დაიგეგმა აკადემიური პერსონალის ვიზიტი პოლონეთში. დოქტორ არანკა იგნასიაკ-სზულცმა, უნივერსიტეტში ჩაატარა …

ტრეინინგი ელექტრონული ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ

ტრეინინგი ელექტრონული ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ

2022 წლის 7 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის და მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისათვის, ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,ბიბლიოთეკის სერვისები და მათი გამოყენება“. მან პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოადგინა ელექტრონულ კატალოგში, ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში – EBSCO-სა და ELSEVIER-ში რესურსების მოძიებისა და გამოყენების გზები.