საქართველოს სპორტის მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა გეომედში საჯარო ლექცია ჩაატარა

2022 წლის 20 ოქტომბერს, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინიციატივით, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „პრობლემები მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა კვებაში: ანალიზი, დაგეგმვა და მართვა“.

ლექციას უძღვებოდა საქართველოს სპორტის მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ექიმი ნუტრიციოლოგი, პროფესორი ქეთევან ბერიძე.

ლექცია მოიცავდა ჯანსაღი კვების, სპორტულ ვარჯიშთან დაკავშირებულ ნუტრიციოლოგიისა და ჰიდრატაციის ასპექტების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. ლექციის დასასრულს განხილული საკითხის გარშემო  გაიმართა დისკუსია.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail