2022 წლის 12 ოქტომბერს, ერაზმუს+ -ის მონიტორინგის ფარგლებში, უნივერსიტეტ გეომედს სამუშაო ვიზიტით ეწვია ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე დეკანი, დოქტორი არანკა იგნასიაკ-სზულცი.
ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ადმინისტრაციულ პერსონალს და აკადემიური საბჭოს წევრებს. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ერაზმუს+ პროექტების გაღრმავება, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით. ასევე, დაიგეგმა აკადემიური პერსონალის ვიზიტი პოლონეთში.
დოქტორ არანკა იგნასიაკ-სზულცმა, უნივერსიტეტში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “Social and economic consequences of war in Ukraine and sanctions-A view from Poland and the EU“. ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.