ტრეინინგი ელექტრონული ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ

2022 წლის 7 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის და მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისათვის, ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,ბიბლიოთეკის სერვისები და მათი გამოყენება“. მან პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოადგინა ელექტრონულ კატალოგში, ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში – EBSCO-სა და ELSEVIER-ში რესურსების მოძიებისა და გამოყენების გზები.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail