WHO-ს ექსპერტის საჯარო ლექცია გეომედში

დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, 2022 წლის 26 ოქტომბერს, 16:00სთ-ზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: “ტუბერკულოზი – მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევა”. საჯარო ლექციას გამართავს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, პროფესორი დავით ჩორგოლიანი.

ბატონ დავითს აქვს 25 წლიანი როგორც კლინიკური, ასევე აკადემიური მუშაობის გამოცდილება მსოფლიოს წამყვან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ნიდერლანდები, პაკისტანი, ინდოეთი, ჩინეთი, მალაიზია, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, ვიეტნამი და თურქეთი. არის 30 სამეცნიერო სტატიის ავტორი და ტუბერკულოზის საერთაშორისო გაიდლაინების თანაავტორი. ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.

დასწრება თავისუფალია


Facebooktwitterpinterestlinkedinmail