ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

1. შპს უნივერსიტეტი გეომედი, საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და აკადემიური პერსონალის არჩევისა და დანიშვნის წესის საფუძველზე, აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად. მიმართულება: თერაპიული სტომატოლოგია – 1 ვაკანსია.

2. პროფესორის თანამდებობაზე, 7 (შვიდი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში.

3. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა, განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა;
ვ) ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ზ) შესაბამისი სილაბუსი.
თ) ორი ფოტო სურათი ელექტრონული (CD) სახით;
ი) სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფცია.
კ) კლინიკური მუშაობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ცნობა და შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ლ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

4. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა წინასწარ უნდა განაცხადოს თანხმობა უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კი გააფორმოს უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ წერილობითი შეთანხმება.

5. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

6. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.

7. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2026 წლის 31 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, ყოველი სამუშაო დღე 1000 საათიდან 1700 საათამდე;

8. გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 14 სექტემბერს 1200 სთ.

9. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2026 წლის 15 სექტემბერს.

10. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2026 წლის 16 სექტემბრის 1700 საათამდე.

11. 2026 წლის 17 სექტემბერი დაეთმობა სააპელაციო კომისიის მუშაობას.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 275 25 20

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1
აკადემიური პერსონალის არჩევისა და დანიშვნის წესი


Facebooktwitterpinterestlinkedinmail