სტაჟირების შესაძლებლობები ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის

უნივერსიტეტი გეომედი სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების შესაძლებლობას შემდეგ კლინიკურ დაწესებულებებში:
● გეომედის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა
● გეომედის საუნივერსიტეტო სარეაბილიტაციო კლინიკა
● რუსთავის ცენტრალური კლინიკა
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს. სტაჟირების აქტივობები განისაზღვრება თითოეული სტუდენტის აკადემიური მიმართულების, ინტერესებისა და სწავლის საფეხურის შესაბამისად.

სტაჟირების მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება პროფესიულ სამედიცინო გარემოში, თეორიული ცოდნა დაუკავშირონ რეალურ სამუშაო გამოცდილებას, განივითარონ კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები და გაეცნონ ჯანდაცვის სფეროში კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.

სტაჟირების კონკრეტული მოვალეობები და ადგილი განისაზღვრება სტუდენტის ფაკულტეტის, ინტერესებისა და შესაბამისი კლინიკის საჭიროებების გათვალისწინებით. ყველა აქტივობა განხორციელდება სათანადო ზედამხედველობის ქვეშ და კლინიკის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სტუდენტებთან ურთიერთობების სამსახურის უფროსს, ეკატერინე ბუაძეს ekaterine.buadze@geomedi.edu.ge


Facebooktwitterpinterestlinkedinmail