უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით 9-10 და 13-14 ივლისს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე განხორციელდა მოკლევადიანი უსგ პროგრამა: “ნოზოკომიალური ინფექციის როლი სეფსისის განვითარებაში და სეფსისის მკურნალობაში გამოყენებული ანტიბიოტიკების ტოქსიურობა” (აკრ. N 0988). პროგრამის ავტორი და პედაგოგი: რექტორის მოადგილე, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, კლინიკური ტოქსიკოლოგი ალექსანდრე ლოლაძე.
თანამედროვე მედიცინის ერთ ერთი მთავარი პრობლემაა ნოზოკომიალური ინფექციბის მიერ გამოწვეული სეფსისი და სეპტიური შოკი, აგრეთვე მნიშვნელოვანია თანამედროვე ანტიბიოტიკებით გამოწვეული ტოქსიური ეფექტების პრევენცია.
პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი სპეციალობების ექიმებმა: ზოგადი ქირურგია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, შინაგანი მედიცინა, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, უროლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, გადაუდებელი მედიცინა.
მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები და მიენიჭათ I ტიპის 12 უპგ ქულა.














