I. შპს უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი-თერაპევტის, ექიმი-ორთოპედის და ექიმი-ორთოდონტის შერჩევის მიზნით.
II. გამოსაცდელი ვადა – 3 თვე.
III. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება.
IV. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1).
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა).
3. შესაბამის დარგში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
5. შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
6. 3 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ცნობა.
7. სამოტივაციო წერილი.
V. კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
● დისციპლინა
● ორგანიზებულობა
● გუნდური მუშაობის უნარი
● კომპიუტერული უნარები
VI. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
● სამუშაო გამოცდილება
● სამოტივაციო წერილი
● გასაუბრება
კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.
VII. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
VIII. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა – 9. გამსვლელი ქულა – 7.
IX. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2026 წლის 01 ივნისიდან 08 ივნისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00საათიდან 17.00 საათამდე;
X. გასაუბრება – 2026 წლის 09 ივნისს, 13.00 სთ.
XI. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2026 წლის 10 ივნისს.
XII. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2026 წლის 11 ივნისის 17 საათამდე;
სააპელაციო კომისიის მუშაობა – 2026 წლის 12 ივნისი.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 275 25 20
მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1











