2026 წლის 6–7 მაისს უნივერსიტეტ გეომედში წარმატებით ჩატარდა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“, რომელმაც თავი მოუყარა ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, მკვლევრებს, კლინიცისტებს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და აკადემიურ პერსონალს.
კონფერენცია წარმოადგენდა საერთაშორისო აკადემიურ პლატფორმას, სადაც განხილული იქნა მედიცინის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიოსამედიცინო მეცნიერებებისა და სამედიცინო განათლების თანამედროვე გამოწვევები, ინოვაციები და განვითარების პერსპექტივები.














