ცხადდება კონკურსი საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორის თანამდებობაზე

I. შპს უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

II. სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა – 3 თვე.

III. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება.

IV. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
3. შესაბამის დარგში უმაღლესი განათლების და დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
5. ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
6. სამოტივაციო წერილი;
7. საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის განვითარების კონცეფცია (წარმოდგენილი მაქსიმუმ 180 სიტყვით);
8. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

V. კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
• დისციპლინა
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
• კომპიუტერული უნარები

VI. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
• სამუშაო გამოცდილება
• სტომატოლოგიური კლინიკის განვითარების კონცეფცია
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება
კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა;

VII. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება;

VIII. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა – 12. გამსვლელი ქულა – 10;

IX. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2026 წლის 05 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00საათიდან 17.00 საათამდე;

X. გასაუბრება – 2026 წლის 13 იანვარი, 12.00 სთ;

XI. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2026 წლის 14 იანვარს;

XII. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2026 წლის 15 იანვრის 17 საათამდე;

სააპელაციო კომისიის მუშაობა – 2026 წლის 16 იანვარი.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 275 25 20

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1


Facebooktwitterpinterestlinkedinmail