სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2025 წლის 12 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო მოხსენებები მედიცინის, რეაბილიტაციის, სამედიცინო მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები:

I ადგილი – Niyati Nileshkumar Vaidya, (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი)

II ადგილი – Pooja Hiteshbhai Rajput (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი)

III ადგილი – მარიამ არჩუაძე ( ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი)

ჟიურის სიმპათია – ქეთი მამულაშვილი (ევროპის უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი)

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail