ცხადდება კონკურსი ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების თანამდებობებზე

I. ცხადდება ღია კონკურსი შპს უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების: სტომატოლოგიის განყოფილების, მოლეკულური მედიცინის ლაბორატორიის და პათომორფოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელების არჩევის მიზნით.

II. შპს უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში.

III. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა, განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით სამეცნიერო საბჭოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სამეცნიერო საბჭოს სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ვ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში/რეფერირებად (peer-reviewed) და საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალში/საერთაშორისო კრებულში (ელექტრონული ჟურნალის/კრებულის ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
ზ) სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში;
თ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

IV. სამეცნიერო საბჭო ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

V. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 20 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 1000 საათიდან 1700 საათამდე;

VI. გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 28 იანვარს 1200 საათზე.

VII. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 29 იანვარს.

VIII. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა: 2026 წლის 30 იანვრის 17 საათამდე; 2026 წლის 2 თებერვალი დაეთმობა სააპელაციო კომისიის მუშაობას.

IX. სამეცნიერო საბჭოს მიერ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.
1. სამეცნიერო სტატია (ბოლო 5 წლის განმავლობაში):
ა) იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 10 ქულა;
ბ) რეფერირებად (peer-reviewed) და საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში/საერთაშორისო კრებულებში (ელექტრონული ჟურნალების/კრებულების ჩათვლით) გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 5 ქულა;
2. სამეცნიერო – კვლევით პროექტებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში) – 5 ქულა;
3. ჩართულობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებში (ბოლო 5 წლის განმავლობაში) – 5 ქულა;
4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში) – 5 ქულა;
5. გასაუბრება – 10 ქულა.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 275 25 20

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1


Facebooktwitterpinterestlinkedinmail