2024 წლის 7-8 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდებზე: PBL (Problem-Based Learning) – პრობლემის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, CBL (Case-Based Learning) – შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, Flipped classroom – შებრუნებული საკლასო ოთახი, Bedside teaching – სწავლება პაციენტის საწოლთან, OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა), OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და სამუშაო ადგილზე შეფასების მეთოდები: Mini-CEX (Mini Clinical Evaluation Exercise) – მინი-კლინიკური სავარჯიშოს შეფასება, DOPS (Direct Observation for Procedural Skills) – პირდაპირი დაკვირვება პროცედურული უნარების დემონსტრირებაზე, EPAs (Entrustble Professional Activities) – მინდობილი პროფესიული აქტივობები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
სემინარს უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი.