სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2024 წლის 14 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები:

I ადგილი – ქეთევან ჭიღლაძე, ია ხუფაცარია (უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიის ფაკულტეტი)

II ადგილი – Vebulu Lohe (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი)

III ადგილი – ემილი ალიევი (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი)

ჟიურის სიმპათია – ანა ვარდანიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი)

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები. კონფერენციის მასალები იხილეთ “სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციის მასალებში“.

I ადგილი
II ადგილი
III ადგილი
ჟიურის სიმპათია

Facebooktwitterpinterestlinkedinmail