სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე

2023 წლის 17-19 ოქტომბერს უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე: OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა), OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და სამუშაო ადგილზე შეფასების მეთოდები: Mini-CEX (Mini Clinical Evaluation Exercise) – მინი-კლინიკური სავარჯიშოს შეფასება, DOPS (Direct Observation for Procedural Skills) – პირდაპირი დაკვირვება პროცედურული უნარების დემონსტრირებაზე, EPAs (Entrustble Professional Activities) – მინდობილი პროფესიული აქტივობები. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

სემინარს უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail