I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს საერთაშორისო ურთიერთობების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
II. სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა – 3 თვე.
III. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1.ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება.
IV. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
3. უმაღლესი განათლების (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
5. ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ;
6. სამოტივაციო წერილი;
7. სამსახურის განვითარების კონცეფცია (წარმოდგენილი მაქსიმუმ 180 სიტყვით);
8. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
V. კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
- დისციპლინა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
- კომპიუტერული უნარები
VI. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- სამუშაო გამოცდილება
- სამსახურის განვითარების კონცეფცია
- სამოტივაციო წერილი
- გასაუბრება
კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.
VII. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
VIII. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა – 12. გამსვლელი ქულა – 10.
IX. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2023 წლის 03 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 საათიდან 17.00 საათამდე;
X. ტესტირება ინგლისურ ენაში – 2023 წლის 17 ივლისი, 12.00 სთ.
XI. გასაუბრება – 2023 წლის 18 ივლისი, 12.00 სთ.
XII. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2023 წლის 19 ივლისს.
XIII. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2023 წლის 20 ივლისის 17 საათამდე;
XIV. სააპელაციო კომისიის მუშაობა – 2023 წლის 21 ივლისი.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20
მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1