ცხადდება კონკურსი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – „საექთნო საქმე“ ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – „საექთნო საქმე“ ხელმძღვანელის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•   დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (მედიცინის მიმართულებით).
•   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
•   ბოლო 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება (მედიცინის მიმართულებით), ასევე შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
•   ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად).
• ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.

ზოგადი უნარები:
•  ზეპირი კომუნიკაციის უნარი
•  ანალიტიკური აზროვნების უნარი
•  გუნდური მუშაობის უნარი
•  ორგანიზებულობა
•  კომპიუტერული უნარები

 – კონკურსის ეტაპები:
•  დოკუმენტაციის წარდგენა.
•  გასაუბრება.

 – წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
•  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
•  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
•  შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•  პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
•  კლინიკური მუშაობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ცნობა და შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
•  ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად).
•  ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
•  მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.
•  ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები:
•  ზეპირი კომუნიკაციის უნარი
•  ანალიტიკური აზროვნების უნარი
•  მოტივაცია

თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 3 ქულით: 3 ქულა – კარგი, 2 ქულა – დამაკმაყოფილებელი, 1 ქულა – არადამაკმაყოფილებელი. კანდიდატის შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე დაგროვებული ქულების შესაბამისად.

 – განცხადების წარდგენის ვადა: 2023 წლის 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 საათიდან 17.00 საათამდე;

 – ტესტირება ინგლისურ ენაში: 2023 წლის 26 ივნისი, 12.00 სთ.

 – გასაუბრება: 2023 წლის 27 ივნისი, 12.00 სთ.

 – შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 28 ივნისი.

 – შედეგების გასაჩივრების ვადა: 2023 წლის 29 ივნისის 17.00 საათამდე.

  – სააპელაციო კომისიის მუშაობა: 2023 წლის 30 ივნისი.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1


Facebooktwitterpinterestlinkedinmail