დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, 2022 წლის 11 ნოემბერს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი უმაღლეს სასწავლებელში პერსონალურ მონაცემთა დაცვაში. ტრენინგს უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი, ლილი ტანიაშვილი. მან ტრენინგის ფარგლებში განიხილა პერსონალური მონაცემების დამუშავების დაცვის მნიშვნელობა მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა სუბიექტის უფლებები. ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული მაგალითებითა და სავარჯიშოებით, რამაც საშუალება მისცა დამსწრე საზოგადოებას საკითხი პრაქტიკულ ამოცანებზე დაყრდნობით შეესწავლათ.