ტრეინინგი: Elsevier Professional Tools for Working with Scientific and Technical Information

2022 წლის 5 მაისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა Elsevier-ის სამეცნიერო, ტექნიკურ, სამედიცინო ინფორმაციაზე მუშაობისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ScienceDirect-სა და Scopus-ში ინფორმაციის ძიების ახალი ფუნქციებისა და ეფექტური საძიებო მექანიზმების გამოყენების გაცნობას. მას უძღვებოდა Elsevier-ის ძირითადი საინფორმაციო გადაწყვეტილებების კონსულტანტი საქართველოში მაქსიმ ფილატოვი. ზემოთხსენებული ტრენინგი დაეხმარება პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მარტივად მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში.

ტრენინგის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას გადაეცათ სერტიფიკატები.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail