შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ვაკანსიას ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელის პოზიციაზე.
– საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით.
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის (პროგრამის შემუშავება/განვითარებაში მონაწილეობა) არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად).
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.
– ზოგადი უნარები:
- ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა
- კომპიუტერული უნარები
– კონკურსის ეტაპები:
- დოკუმენტაციის წარდგენა.
- გასაუბრება.
– წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ცნობა სამუშაო ადგილიდან;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად).
- ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.
– გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები:
- ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- მოტივაცია
თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 3 ქულით: 3 ქულა – კარგი, 2 ქულა – დამაკმაყოფილებელი, 1 ქულა – არადამაკმაყოფილებელი. კანდიდატის შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე დაგროვებული ქულების შესაბამისად.
– განცხადების წარდგენის ვადა: 2022 წლის 10 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 სთ-დან 17.00 საათამდე;
– ტესტირება ინგლისურ ენაში: 2022 წლის 24 მაისი, 12.00 სთ.
– გასაუბრება: 2022 წლის 25 მაისი, 12.00 სთ.
– შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 27 მაისი.
– შედეგების გასაჩივრების ვადა: 2022 წლის 30 მაისის 17.00 საათამდე.
– სააპელაციო კომისიის მუშაობა: 2022 წლის 31 მაისი.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 275 25 20
მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1