უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია, მივლინებული იყო აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარტნიორ უნივერსიტეტში „ამერიკულ კოლეჯი“, სადაც მან ჩაატარა სალექციო კურსი: “Company and Marketing Strategy Partnering to Build Consumer Relationship”.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი თორნიკე ხოშტარია შეხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ მარჯან ბოჯაჯიივის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ სნეჟანა ჰრისტოვას. მათ შეხვედრაზე განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, როგორც სასწავლო ასევე სამეცნიერო საქმიანობის კუთხით. შეხვედრას ესწრებოდა ჩრდილოეთ მაკედონიის საპატიო კონსული საქართველოში, რომელმაც უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიზიტმა საქმიან და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. პროფესორ თორნიკე ხოშტარიას სალექციო კურსმა სტუდენტების დიდი მოწონება დაიმსახურა.