ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დეპარტამენტებში:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 3
პათოლოგიის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 2
კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 2
ასოცირებული პროფესორი – 5
მენეჯმენტის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 5
მორფოლოგიის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 3
სტომატოლოგიის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 3
მედიკო-ბიოლოგიური დეპარტამენტი :
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 2
ტექნიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 2
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 3
ფსიქო-სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 2
ეკონომიკისა და სამეწარმეო საქმიანობის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 3
ჰიგიენის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 2

II. ა) პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება.
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება.

III. კონკურსი გამოცხადდეს 2015 წლის 08 ოქტომბერს.
IV. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 16 ნოემბრიდან 2015 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;
V. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 08 იანვარს.
VI. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2016 წლის 11 იანვრის 17 საათამდე; 2016 წლის 12-13 იანვარი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.
VII. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) CV;
ზ) სილაბუსი;
თ) ორი ფოტო სურათი (ზომით 3X4) ;
ი) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.

VIII. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.

1. პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის შესაბამისი ქულა.
2. სამეცნიერო სტატია (ბოლო 5 წლის განმავლობაში) : რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე _ 3 ქულა.
3. მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 5 წლის განმავლობაში) -20 ქულა;
4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში):
ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ.
ბ) რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა -3 ქ.
5. სილაბუსის შესაბამისობა (თემატური, სწავლის შედეგები, ფორმატი) – 10ქ.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail