სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახური აგრძელებს პროფესიული განვითარების ციკლს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის. ამ მიზნით, 2021 წლის 24 და 25 ნოემბერს, უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პედაგოგები დაესწრნენ ტრენინგებს “ონლაინ სწავლების მეთოდები სამედიცნო განათლებაში” და “საბაზისო სწავლების უნარები სამედიცნო განათლებაში”, რომელიც ჩატარდა ლიდსის უნივერსიტეტის CPD (Continuous Professional Development) თაოსნობით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ეგიდით იგეგმება აკადემიური პერსონალის ტრეინინგი “მედიცინის სწავლების მეთოდოლოგიაში” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული, დიპლომის შემდგომი სამედიცინო და უწყვეტი პროფესიული განათლების ინსტიტუტის ბაზაზე.