2021 წლის 26-27 ნოემბერს, მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ორგანიზებით გაიმართა მეორე მსოფლიო ონლაინ კონფერენცია „Public Health 2021“, სადაც საქართველოდან მოხსენებით „The Roles of Hedonistic, Utilitarian Incentives and Government Policies Affecting Customer Attitudes and Purchase Intention Towards Green Products”, წარსდგა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეკანი და ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია. მოხსენებაში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა უტილიტარული და ჰედონისტური მოტივატორების გავლენა ქართველ მომხმარებელთა დამოკიდებულებაზე „მწვანე პროდუქტების“ მიმართ. თემას დიდი გამოხმაურება მოყვა მსოფლიო ჯანდაცვის წამყვანი სპეციალისტების მხრიდან. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორ თორნიკე ხოშტარიას სტატია აღნიშნულ თემაზე გამოქვეყნებულია სპრინგერში (https://link.springer.com/article/10.1007/s12208-021-00325-z).