2020-2021 ს/წ შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

  1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
    შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ნებისმიერ
    სტუდენტს, მათ შორის სტატუს შეჩერებულს.
  2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა

• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლის პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
• დამატებითი სემესტრის სტუდენტს არ აქვს შიდა მობილობაში მონაწილეობის მიღების უფლება.

  1. რედიტების აღიარება
    შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის „საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენის და კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად.
  2. შიდა მობილობის ვადები:
    ა) დოკუმენტების მიღება – 17 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით;
    ბ) კრედიტების აღიარება – 28 სექტემბერი;
    გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების
    გაფორმება – 30 სექტემბერი.
  3. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
    ა) განცხადება;
    ბ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის
    ხელმოწერით);
    გ) პირადობის მოწმობის ასლი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შესაბამის დეკანატს.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail