I. ცხდდება ღია კონკურსი შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, შემდეგი პირობებით:
II. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მედიცინის ან ბიოლოგიის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში.
III. კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს სამეცნიერო საბჭოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სამეცნიერო საბჭოს სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ე) ავტობიოგრაფია CV;
ვ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია;
ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში.
თ) სამოქმედო გეგმა.
ი) ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი.
IV. სამეცნიერო საბჭო ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
V. კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს, უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.
VI. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 08 სექტემბერს.
VII. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 2020 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;
VIII.ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდეს 2020 წლის 20 ნოემბერს, 10.00 სთ -17.00 სთ.
IX.გასაუბრება ჩატარდეს 2020 წლის 24 ნოემბერს (10.00 სთ -17.00 სთ).
X.კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2020 წლის 25 ნოემბერს.
XI.კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 26 ნოემბრის 17 საათამდე; 2020 წლის 27-30 ნოემბერი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.
XII.სამეცნიერო საბჭოს მიერ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.
1.სამეცნიერო სტატია (ბოლო 10 წლის განმავლობაში):
ა) იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 10 ქულა.
ბ) რეფერირებად (peer-reviewed) და საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში/საერთაშორისო კრებულებში (ელექტრონული ჟურნალების/კრებულების ჩათვლით) გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 5 ქულა;
2.სამეცნიერო – კვლევით პროექტებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში) -5 ქულა;
- ჩართულობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებში – 5 ქულა;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში) – 5 ქულა;
- სამოქმედო გეგმის შეფასება -15 ქულა;
- გასაუბრება – 10 ქულა.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20