I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და უნივერსიტეტის წესდების (მუხლი 8) საფუძველზე, აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
სტომატოლოგიის ფაკულტეტი (მიმართულება: ორთოპედიული სტომატოლოგია):
ასოცირებული პროფესორი – 1
ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი (მიმართულება: მენეჯმენტი, ფინანსები):
პროფესორი – 3
ასოცირებული პროფესორი – 3
მედიცინის ფაკულტეტი (მიმართულება: პათოლოგია, დერმატოვენეროლოგია, ნევროლოგია, პედიატრია, ქირურგია, ანატომია, შინაგანი დაავადებები, მოლეკულური გენეტიკა, ფიზიოლოგია, მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, იმუნოლოგია, ბიოფიზიკა, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, მეანობა, გინეკოლოგია, კლინიკური უნარები):
პროფესორი – 5
ასოცირებული პროფესორი – 7
ასისტენტ-პროფესორი – 6
ასისტენტი – 2
II. ა) პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
კლინიკურ მიმართულებებში პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
კლინიკურ მიმართულებებში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
კლინიკურ მიმართულებებში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
დ) ასისტენტის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი (პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში).
კლინიკურ მიმართულებებში ასისტენტის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი (პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში) კლინიკურ სპეციალობაში, რომელსაც აქვს კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
III.კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით );
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკურ მიმართულებაში შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა,შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ზ) სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენებზე (ასისტენტის თანამდებობაზე სილაბუსის წარმოდგენა არ მოითხოვება. სტომატოლოგიის და ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე სილაბუსის ინგლისურ ენაზე წარმოდგენა არ მოითხოვება);
თ) ორი ფოტო სურათი ელექტრონული (CD) სახით;
ი) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.
კ) მედიცინის ფაკულტეტზე (ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.
ლ) სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფცია.
მ) კლინიკურ მიმართულებებში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც არ მოღვაწეობს უნივერსიტეტის კონტრაქტორ კლინიკებში, უნდა წარმოადგინოს თანხმობის წერილი მულტიპროფილური კლინიკის ხელმძღვანელისაგან, სადაც განხორციელდება სასწავლო პროცესი.
IV. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა წინასწარ უნდა განაცხადოს თანხმობა უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კი უნდა მოახდინოს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედთან აფილირების შესახებ წერილობითი შეთანხმება.
V. მედიცინის ფაკულტეტზე (ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.
VI. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 14 ნოემბერს.
VII.საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 17 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;
VIII.ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდეს 2020 წლის 24 დეკემბერს (მხოლოდ V პუნქტის თანახმად) 10.00 სთ-18.00 სთ.
IX. გასაუბრება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე ჩატარდეს 25 დეკემბერს (10.00 სთ-17.00 სთ).
X. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2020 წლის 28 დეკემბერს.
XI.კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 29 დეკემბრის 17 საათამდე; 2020 წლის 30-31 დეკემბერი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.
XII. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.
- პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის შესაბამისი ქულა.
- სამეცნიერო სტატია (ბოლო 10 წლის განმავლობაში): რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 3 ქულა.
- მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 10 წლის განმავლობაში) -20 ქულა;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში):
ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ.
ბ) რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა-3 ქ. - გასაუბრება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე- 5 ქ.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20