ცხადდება კონკურსი ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

II. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1 ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2 ეტაპი – გასაუბრება.

III. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე ;
  2. ავტობიოგრაფია cv;
  3. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
  4. შესაბამის დარგში უმაღლესი განათლებისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  5. სამეცნიერო შრომების სია;
  6. სამოტივაციო წერილი;
  7. ფინანსების საბაკალავრო პროგრამის განვითარების კონცეფცია (წარმოდგენილი მაქსიმუმ 180 სიტყვით) კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

• დისციპლინა
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა

IV. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

• სამუშაო გამოცდილება
• ფინანსების საბაკალავრო პროგრამის განვითარების კონცეფცია
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება

კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.

V. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა 12. გამსვლელი ქულა 10.
VI. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე.
VII. გასაუბრება ჩატარდეს მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, 12.00 საათზე.
VIII. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს მიმდინარე წლის 27 ნოემბერს.
IX. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 30 ნოემბრის 17 საათამდე. 01 დეკემბერი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20, მობ.: 599 17 95 72


Facebooktwitterpinterestlinkedinmail