I. საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და უნივერსიტეტის წესდების (მუხლი 8) საფუძველზე გამოცხადდეს ღია კონკურსი სტომატოლოგიის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დეპარტამენტებში:
მედიკო-ბიოლოგიური დეპარტამენტი (მიმართულება: სამედიცინო ბიოლოგია, სამედიცინო ქიმია, ბიოფიზიკა, ადამიანის ანატომია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია):
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 5
ასისტენტ-პროფესორი -2
სტომატოლოგიის დეპარტამენტი:
პროფესორი – 2
პრეკლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტი (მიმართულება: ფარმაკოლოგია, ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგია):
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 2
კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 3
ასოცირებული პროფესორი – 5
ასისტენტ-პროფესორი – 6
ასისტენტი – 5
II. ა) პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის
არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტში პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,
რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის
სახელმწიფო სერტიფიკატი.
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-
პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე
პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის
სახელმწიფო სერტიფიკატი.
გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი,
რომელსაც აქვს ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
დ) ასისტენტის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი (პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში) კლინიკურ სპეციალობაში.
III. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო
ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტისთვის შესაბამისი საექიმო სპეციალობის
სახელმწიფო სერტიფიკატი;
დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ზ) სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენებზე (ასისტენტის თანამდებობაზე სილაბუსის წარმოდგენა არ მოითხოვება. სტომატოლოგიის დეპარტამენტში სილაბუსის ინგლისურ ენაზე წარმოდგენა არ
მოითხოვება);
თ) ორი ფოტო სურათი ელექტრონული (CD) სახით;
ი) ბოლო 7 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.
კ) მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან გაიაროს ტესტირება
ინგლისურ ენაში.
ლ) სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფცია.
მ) კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც არ მოღვაწეობს უნივერსიტეტის კონტრაქტორ კლინიკებში, უნდა წარმოადგინოს თანხმობის
წერილი მულტიპროფილური კლინიკის ხელმძღვანელისაგან, სადაც განხორციელდება სასწავლო პროცესი.
IV. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა წინასწარ უნდა განაცხადოს თანხმობა უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის
შემდეგ კი უნდა მოახდინოს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედთან აფილირების შესახებ წერილობითი შეთანხმება.
V. მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, უნდა გაიაროს
ტესტირება ინგლისურ ენაში.
VI. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 25 ივლისს.
VII. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 30 აგვისტოდან 2019 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;
VIII. ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდეს 2019 წლის 13 სექტემბერს (მხოლოდ V პუნქტის თანახმად).
IX. გასაუბრება სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე 17 სექტემბერს 1000 სთ -1800 სთ.
X. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2019 წლის 24 სექტემბერს.
XI. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 25 სექტემბრის 17 საათამდე; 2019 წლის 26-27 სექტემბერი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.
XII. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.
1. პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის შესაბამისი ქულა.
2. სამეცნიერო სტატია (ბოლო 7 წლის განმავლობაში): რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 3 ქულა.
3. მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 5 წლის განმავლობაში) -20 ქულა;
4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში):
ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ.
ბ) რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა -3 ქ.
5. გასაუბრება წარმოდგენილი სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე -5 ქ.
ვებ-გვერდი: www.geomedi.edu.ge
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20