I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის შერჩევის მიზნით.
II. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
2. ავტობიოგრაფია cv;
3. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
4. უმაღლესი განათლებისა (დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი) და სამეცნიერო ხარისხის (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
5. ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი;
6. სამოტივაციო წერილი;
კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
• დისციპლინა
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა
III. კანდიდატი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
• სამუშაო გამოცდილება
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება
კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.
IV. შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების
შესაბამისად. მაქსიმალური ქულა 9. გამსვლელი ქულა 7.
V. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან
25 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე.
VI. კანდიდატისათვის, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს, ჩატარდეს ტესტირება ინგლისურ ენაში მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, 15.00 საათზე.
VII. გასაუბრება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის შერჩევის მიზნით ჩატარდეს მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, 11.00 საათზე.
VIII. გასაუბრება სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის შერჩევის მიზნით ჩატარდეს მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, 15.00 საათზე.
IX. კანდიდატის შერჩევა განხორციელდეს მიმდინარე წლის 30 სექტემბერს.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20, მობ.: 599 17 95 72