ცხადდება კონკურსი ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე

I. ცხადდება ღია კონკურსი შპს უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, შემდეგი პირობებით: II. შპს უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამისი მიმართულებით), სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო …

ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

1. შპს უნივერსიტეტი გეომედი, საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და აკადემიური პერსონალის არჩევისა და დანიშვნის წესის საფუძველზე, აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. სტომატოლოგიის ფაკულტეტი …

ერაზმუს + მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის

1. შპს უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში (University of Granada, Spain) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის 1 (ერთი) ადგილზე.აპლიკანტს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს + – ის გრანტი. 2. …

საერთაშორისო კონფერენცია “გეოანესთეზია 2025”

საერთაშორისო კონფერენცია “გეოანესთეზია 2025”

უნივერსიტეტ გეომედის პროფესორებმა ბატონმა ალექსანდრე ლოლაძემ და ქალბატონმა მაია სვანიძემ მიიღეს მონაწილეობა ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაში ” გეოანესთეზია 2025 ” და გააკეთეს მოხსენებები: “კრისტალოიდური ხსნარები რომლებიც გამოიყენება მწვავე ოპიოიდური ნარკოტიკებით მოწამლულ პაციენტებში მჟავე ტუტოვანი ბალანსის კორეგირებისათვის” და “COVID-19 -ით ინფიცირებულთა რაოდენობის კორელაცია მიწისპირა ოზონის დონის მაჩვენებლებთან თბილისში 2020-2022 წლებში”. კონფერენცია ჩატარდა ბათუმში 26-27 სექტემბერს.

ტრენინგი პირველკურსელთათვის

ტრენინგი პირველკურსელთათვის

30 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი პირველი კურსის სტუდენტებისათვის. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – ნანა ცერცვაძე. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საბიბლიოთეკო სერვისების გაცნობა, რაც გაუადვილებთ სტუდენტებს სასურველი რესურსებისა და სერვისების მოძიებასა და მიღებას. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო EBSCO-სა და ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებში ძიების გზებისა და წვდომის შესახებ საუბარს და პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოდგენას.