28 ნოემბერს უნივერსიტეტ გეომედში, გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტები და მათი დეკანები.თამაში ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა, სავსე იყო ემოციებით, გუნდური სულით და ჯანსაღი კონკურენციით.გამარჯვებული გახდა სტომატოლოგიის გუნდი!ვულოცავთ მათ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!













