30 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი პირველი კურსის სტუდენტებისათვის. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – ნანა ცერცვაძე. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საბიბლიოთეკო სერვისების გაცნობა, რაც გაუადვილებთ სტუდენტებს სასურველი რესურსებისა და სერვისების მოძიებასა და მიღებას. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო EBSCO-სა და ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებში ძიების გზებისა და წვდომის შესახებ საუბარს და პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოდგენას.
