უნივერსიტეტი გეომედი წარსდგა საერთაშორისო კონფერენციაზე

უნივერსიტეტი გეომედი წარსდგა საერთაშორისო კონფერენციაზე

2025 წლის 17 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „15 Years of Excellence in Biotechnology: Achievements and Perspectives”, რომელზეც მთავარ მომხსენებლებად მიწვეული იყვნენ უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი ვალენტინა მიტტოვა და ბიოსტრუქტურების და ბიოიმიჯინგის ინსტიტუტის (იტალიის კვლევების ეროვნული საბჭო – CNR) უფროსი მკვლევარი და ასევე უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი ჯოვანი როვიელო. პროფესორმა მიტტოვამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე …

უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტების წარმატება ევროპის უნივერსიტეტებში

უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტების წარმატება ევროპის უნივერსიტეტებში

ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტი გეომედის ორმა სტუდენტმა 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი გაიარეს უნივერსიტეტი გეომედის პარტნიორ ევროკავშრის უნივერსიტეტებში. ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი ბექაურმა გაიარა გაზაფხულის სემესტრი პოლონეთში, ქალაქ შელცეში, ხოლო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა, აპურვა გავანდემ რუმინეთში, ქალაქ იასში, სადაც ერაზმუს+ პროგრამით გათვალისწინებული იყო სრული სტიპენდია.

სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2025 წლის 12 დეკემბერს, უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სტუდენტურ თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას. ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ნოემბერი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge თანდართული დოკუმენტები:მოთხოვნები სტუდენტების საკონფერენციო ნაშრომზესტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა

VR ტექნოლოგიების ტრენინგი უნივერსიტეტ გეომედის თანამშრომლებისთვის

VR ტექნოლოგიების ტრენინგი უნივერსიტეტ გეომედის თანამშრომლებისთვის

2025 წლის 9 ოქტომბერს უნივერსიტეტ გეომედის თანამშრომლებისთვის ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც ეხებოდა ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიას. ისინი გაეცნნენ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის იმპლემენტაციის მეთოდებს სწავლა-სწავლების პროცესში.

Elsevier-ის ვებინარების სერია

ელსევიერთან თანამშრომლობის ფარგლებში ბიბლიოთეკა გთავაზობთ ელსევიერის გუნდის მიერ ორგანიზებულ ვებინარების სერიას. ვებინარები მოიცავს სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვებინარების განახლებული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/els_webinars_cee ვებინარებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.