2023 წლის 14 თებერვალს, უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა ვებინარი თემაზე “სამეცნიერო და სამედიცინო წყაროების მოძიება სრული ტექსტების ბაზაში”, რომელსაც უძღვებოდა EBSCO-ს ელექტრონული ბაზების წარმომადგენელი ირინა სერჟანი. ვებინარი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მარტივად მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და სამეცნიერო სტატიის სრული ტექსტები, სამეცნიერო ბაზების საძიებო სისტემებში. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული პერსონალი და სტუდენტები.
2023 წლის 3 თებერვალს, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე “ქართული სამკურნალო მცენარეების ანტიოქსიდანტური პოტენციალის განსაზღვრა და მათი გამოყენების პერსპექტივები ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული პათოლოგიების სამკურნალოდ”. მომხსენებელი იყო უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვალენტინა მიტოვა. მან განიხილა ენდემური მცენარეების ანტიოქსიდანტური პოტენციალის შესწავლა ღვიძლის პათოლოგიის მოდელზე, თაგვებში. სემინარის ფარგლებში …
გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნად ფონდს დაემატა შემდეგი ახალი წიგნები: ხუჯაძე მ., ხუჯაძე ო. – ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები. 2021. პრაიდი ბ., ჰიუზი ბ., კაპური ჯ. – ბიზნესი. მე-12 გამ., 2020.
2023 წლის 3 თებერვალს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი თემაზე “ქართული სამკურნალო მცენარეების ანტიოქსიდანტური პოტენციალის განსაზღვრა და მათი გამოყენების პერსპექტივები ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული პათოლოგიების სამკურნალოდ”. მომხსენებელი უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვალენტინა მიტოვა. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.