სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედსა და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეები ითანამშრომლებენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ: 1. სტაჟირების ერთიანი სტანდარტის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სექტორში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და საჯარო სამსახურში დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; 2. საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადებას; 3. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; 4. …

საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”

2019 წლის 12 აპრილს, სასწტუმრო ქორთიარდ მარიოტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სასწავლო უნივერსიტეტის „გეომედის” და გერმანიის შტაინბაისისა და ბამბერგის უნივერსიტეტების თანამშრომლობით გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე” გახსნა. სიმპოზიუმი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან ინოვაციურ თემას, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიები და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. სიმპოზიუმზე ასევე სიტყვით გამოვიდა შოთა რუსთაველის …

საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი პროექტი

ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების ეგიდით, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, გერმანიის ბამბერგის უნივერსიტეტსა და შტაინბაისის უნივერსიტეტებთან კოლაბორაციის ფარგლებში, ახორციელებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროექტს, სადაც ჩართულნი არიან, როგორც გეომედის, ბამბერგისა და შტაინბაისის აკადემიური პერსონალი, ასევე სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტები. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, 2019 წლის 11 აპრილს, უნივერსიტეტ გეომედს სამუშაო ვიზიტით ეწვია, ცნობილი მეცნიერი, ბამბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, კლაუს კრისტიან კარბონი. …

გამოიცა წიგნი ,,ქართული ენა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის“

უნივერსიტეტ გეომედის ადმინისტრაციის დაფინანსებით გამოიცა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფილოლოგიის დოქტორის, ქეთევან გოჩიტაშვილის წიგნი, “ქართული ენა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის“ (ქართულ-ინგლისური პარალელური ტექსტები). მასში შეტანილია სამედიცინო სფეროში ხშირად გამოყენებული ლექსიკური ერთეულები და ფრაზები, მათი ინგლისური შესატყვისებით; აგრეთვე, ის დიალოგები და ტექსტები, რომელთა გამოყენებაც ხშირად უხდება სამედიცინო პერსონალს მუშაობის პროცესში. წიგნი დაეხმარება სამედიცინო ფაკულტეტის იმ არაქართულენოვან სტუდენტებს, რომლებიც …