სასწავლო უნივერსიტეტ გეომედსა და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეები ითანამშრომლებენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ:
1. სტაჟირების ერთიანი სტანდარტის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სექტორში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და საჯარო
სამსახურში დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
2. საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადებას;
3. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
4. დასაქმების თანაბარი პირობების შექმნას, როგორც რეგიონებში მცხოვრები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
სტაჟირება საჯარო სამსახურში: http://stajireba.gov.ge/