სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედსა და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეები ითანამშრომლებენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ: 1. სტაჟირების ერთიანი სტანდარტის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სექტორში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და საჯარო სამსახურში დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; 2. საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადებას; 3. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; 4. …