საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”

2019 წლის 12 აპრილს, სასწტუმრო ქორთიარდ მარიოტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სასწავლო უნივერსიტეტის „გეომედის” და გერმანიის შტაინბაისისა და ბამბერგის უნივერსიტეტების თანამშრომლობით გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე” გახსნა. სიმპოზიუმი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან ინოვაციურ თემას, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიები და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. სიმპოზიუმზე ასევე სიტყვით გამოვიდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ბატონი ზვიდ გაბისონია და შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ხუბუა. სიმპოზიუმში მოხსენებით წარსდგნენ როგორც გეომედის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ასევე ბამბერგის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუს კრისტიან კარბონი.

meeting
meeting


 

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო სიუჟეტი: https://www.facebook.com/watch/?v=754058228321735

Facebooktwitterpinterestlinkedinmail