გამოიცა წიგნი ,,ქართული ენა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის“

უნივერსიტეტ გეომედის ადმინისტრაციის დაფინანსებით გამოიცა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფილოლოგიის დოქტორის, ქეთევან გოჩიტაშვილის წიგნი, “ქართული ენა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის“ (ქართულ-ინგლისური პარალელური ტექსტები). მასში შეტანილია სამედიცინო სფეროში ხშირად გამოყენებული ლექსიკური ერთეულები და ფრაზები, მათი ინგლისური შესატყვისებით; აგრეთვე, ის დიალოგები და ტექსტები, რომელთა გამოყენებაც ხშირად უხდება სამედიცინო პერსონალს მუშაობის პროცესში. წიგნი დაეხმარება სამედიცინო ფაკულტეტის იმ არაქართულენოვან სტუდენტებს, რომლებიც …