უნივერსიტეტ გეომედის ადმინისტრაციის დაფინანსებით გამოიცა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფილოლოგიის დოქტორის, ქეთევან გოჩიტაშვილის წიგნი, “ქართული ენა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის“ (ქართულ-ინგლისური პარალელური ტექსტები). მასში შეტანილია სამედიცინო სფეროში ხშირად გამოყენებული ლექსიკური ერთეულები და ფრაზები, მათი ინგლისური შესატყვისებით; აგრეთვე, ის დიალოგები და ტექსტები, რომელთა გამოყენებაც ხშირად უხდება სამედიცინო პერსონალს მუშაობის პროცესში.
წიგნი დაეხმარება სამედიცინო ფაკულტეტის იმ არაქართულენოვან სტუდენტებს, რომლებიც კურაციებს გადიან საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში და კომუნიკაცია უხდებათ ქართულენოვან სამედიცინო პერსონალთან და პაციენტებთან. ამავე დროს, წიგნი მიეხმარება იმ პედაგოგებსაც, რომლებიც ქართულ ენას ასწავლიან სამედიცინო ფაკულტეტის არაქართულენოვან სტუდენტებსაც; ასევე, იმ ადამიანებსაც, რომლებიც სამედიცინო დარგში მოღვაწეობენ ან აინტერესებთ სამედიცინო სფერო.
ბიბლიოთეკის დირექტორი იოსებ ბოლოკაძე