ღია ლექცია „ისტორია იწყება იბერებიდან“

ღია ლექცია „ისტორია იწყება იბერებიდან“

უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკისა და უნივერსიტეტთან არსებული შემოქმედებითი გაერთიანება ,,გიმნასიონი“-ს თაოსნობით მოწვეულმა საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა თამარ ასანიშვილმა 2023 წლის 20 იანვარს, 11:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა საჯარო ლექცია, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის, თემაზე: ,,ისტორია იწყება იბერებიდან“. ლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ქალბატონმა თამარმა მრავალ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. გამოითქვა სურვილი, …

საჯარო ლექცია გეომედში

საჯარო ლექცია გეომედში

2023 წლის 20 იანვარს, 11 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი თამარ ასანიშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ისტორია იწყება იბერიიდან“. დასწრება თავისუფალია.

პროფესორ კლაუდიო დე ლაცარის კიდევ ერთი წარმატება

პროფესორ კლაუდიო დე ლაცარის კიდევ ერთი წარმატება

უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორის, კლაუდიო დე ლაცარის თანაავტორობით, “ჟურნალ „Bioengineering“-ში გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი “Evaluation of Different Cannulation Strategies for Aortic Arch Surgery Using a Cardiovascular Numerical Simulator”. ჟურნალი ინდექსირებულია PubMed, Scopus და სხვა სამეცნიერო ბაზებში. მისი იმფაქტ ფაქტორია 5.046. სტატიის ლინკი: https://www.mdpi.com/2306-5354/10/1/60

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ძვირფასო სტუდენტებო, პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო და ადმინისტრაციის წარმომადგენლებო! მოგვიახლოვდა ახალი 2023 წელი. ტრადიციულად, ახალ წელს ვხვდებით ახალი გეგმებით, ახალი ენერგიით და ახალი შემართებით. უნივერსიტეტი გეომედი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, წინსვლას და წარმატებას.

ტრენინგი პირველკურსელთათვის

ტრენინგი პირველკურსელთათვის

2022 წლის 28 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდა ტრენინგი მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვან სტუდენტებთან. ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ სტუდენტებს გააცნო საბიბლიოთეკო სერვისები: ელექტრონული კატალოგი, ელექტრონული ბიბლიოთეკა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენებას, მონაცემთა ბაზებში ძიების გზებსა  და მათზე წვდომის საკითხებს.