უნივერსიტეტი გეომედი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფუძემდებელი, გურამ (გოჩა) ამყოლაძე. ბატონი გოჩა ათეული წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებას და მომავალი თაობების აღზრდას. თავისი ღრმა ცოდნით, პროფესიონალიზმით და პედაგოგიური საქმიანობისადმი განსაკუთრებული ერთგულებით, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების …
















