30 სექტემბერს პირველი კურსის სტუდენტებისთვის საბიბლიოთეკო სერვისების გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ბიბლიოთეკის მუშაობის პრინციპებზე, სასწავლო და სამეცნიერო მასალების მოძიების გზებსა და საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობის წესებზე.
შეხვედრას ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნანა ცერცვაძე უძღვებოდა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების მნიშვნელობაზე, წვდომის პირობებსა და კვლევით პროცესში მათი ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობებზე.













