უნივერსიტეტი გეომედის დელეგაცია ეწვია Swami Vivekanand Subharti უნივერსიტეტს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით

უნივერსიტეტი გეომედის ინტერნაციონალიზაციის საქმიანობის ფარგლებში, უნივერსიტეტის დელეგაციამ, რექტორის მოადგილე, პროფესორ ალექსანდრე ლოლაძის, და სტუდენტთა ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ქალბატონი ეკატერინე-მადონა ბუაძის, შემადგენლობით, ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა Swami Vivekanand Subharti უნივერსიტეტის-ის ხელმძღვანელობასთან.

ვიზიტის დროს გეომედის დელეგაცია შეხვდა Swami Vivekanand Subharti უნივერსიტეტის-ის ვიცე-კანცლერსა და აღმასრულებელ დირექტორს, დოქტორ შალია რაჯ-ს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაფართოების შესაძლებლობები.

შეხვედრის ძირითადი მიმართულება იყო გრძელვადიანი აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარება, ორივე უნივერსიტეტის როგორც სტუდენტებისათვის ასევე აკადემიური პერსონალისათვის.

შეხვედრაზე განხილულ ძირითად მიმართულებებს შორის იყო:

  • მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის კლინიკური და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობების შექმნა;
  • აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის თანამშრომლობა;
  • ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციების, სამეცნიერო შეხვედრების, სემინარებისა და ვორქშოპების ორგანიზება;
  • ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი ინიციატივების განვითარება;
  • სამედიცინო განათლების სფეროში აკადემიური გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
  • დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარება;

შეხვედრამ ორივე ინსტიტუციას მისცა შესაძლებლობა, გაეზიარებინათ მოსაზრებები თანამედროვე სამედიცინო განათლების შესახებ და გამოევლინათ ის მიმართულებები, რომლებშიც მათი აკადემიური საზოგადოებები ერთობლივად შეძლებენ მუშაობას. აღნიშნული შეხვედრა უნივერსიტეტ გეომედის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის განხორციელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და გამოხატავს უნივერსიტეტის ერთგულებას, გააფართოოს გლობალური აკადემიური პარტნიორობები და შექმნას დამატებითი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული შესაძლებლობები თავისი სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისთვის.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail