უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილემ მოხსენება გააკეთა საერთაშორისო კონფერენციაზე „გეოანესთეზია 2026“

უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ლოლაძემ მონაწილეობა მიიღო „გეოანესთეზია 2026“-ში – ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 2026 წლის 2-3 ოქტომბერს, სასტუმროში „შერატონ ბათუმი“

„გეოანესთეზია 2026“ წელს მიეძღვნა სეფსისის აქტუალურ საკითხებს.

კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა ასოციაციის მიერ და ჩატარდა აჭარის მთავრობის პატრონაჟით. სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობდნენ საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტები ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც განიხილავდნენ ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს.

უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ლოლაძემ კონნფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე: „დამწვრობით გამოწვეული სეფსისი: ადრეული ამოცნობა და თანამედროვე მარკერების როლი“ (Burn-induced sepsis: early recognition and the role of modern markers).


Facebooktwitterpinterestlinkedinmail